TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 112 და დაზიანდა 1 763 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა და საგზაო შემთხვევათა რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნულის შესახებ ეკა ლალიაშვილმა „კვირის პრესკლუბში“ განაცხადა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა წარმოადგინა.

„პირველ-სამ თვეში დაიღუპა 112, დაზიანდა 1763 პირი, 1660 საგზაო შემთხვევა მოხდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს გვაჩვენებს, რომ 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი და საგზაო შემთხვევები, 18%-ით აზრის გაზრდილი დაზიანებულთა ოდენობა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სტატისტიკა საყურადღებოა, რადგანაც 20%-იანი ზრდა უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და სახელმწიფო დონეზე რაღაც აუცილებლად გასაკეთებელია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ფეხით მოსიარულე 50 პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე იყო ფეხით მოსიარულე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ქვეითების უსაფრთხოების კუთხით პროაქტიული ქმედებები დაიწყოს.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს და დარღვევებს, ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით წამყვანი იყო დარღვევების ოდენობა. ასევე, წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც მაღალ მსხვერპლს იწვევს საგზაო შემთხვევების დროს, ასევე მანევრირების დროს საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება. ეს წამყვანი ფაქტორები გამოწვევად კვლავ რჩება. ჩვენთვის ეს ძალიან შემაშფოთებელია“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

7 ზოდიაქოს ნიშანი, ვისაც ზაფხული დაუვიწყარ თავგადასავალს აჩუქებს

შემდეგი პოსტი

ომბუდსმენი – ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'