TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს

TV Remote Isolated on White.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს, იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს, იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის

კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს მეშვეობით კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მაუწყებელი კომუნიკაციების კომისიას კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ინფორმაციას თავად არ მიაწვდის.

 

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები რამდენიმე კანონში ხორციელდება.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

 

ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული კანონის მიღებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს, რეგულაციების ეფექტიანად აღსრულების შესაძლებლობა მიეცემა.

 

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ადგენს. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. აღნიშნულის აღსრულებას კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უზრუნველყოფს.

 

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას აღმასრულებელი ორგანოსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, ხოლო იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას კანონის მიზანი და მოხდეს კანონის აღსრულება, საჭიროა აღსრულების სათანადო მექანიზმების არსებობაც.

 

““მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურების მიმწოდებლებისგან – მათ შორის მაუწყებლებისგან და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისგან გამოითხოვოს კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურების მიმწოდებლების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიმართ გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები – კერძოდ, გაფრთხილება, ფინანსური სანქცია – ჯარიმა და ავტორიზაციის შეჩერება. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული სანქციები ვერ უზრუნველყოფს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 66/1 დადგენილი მაუწყებლების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული დანაწესის ეფექტიან აღსრულებას, რამდენადაც კომისიას არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი მაუწყებლების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაფინანსების შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება.

 

კანონით გათვალისწინებული სანქციები მათი “იერარქიულობის“ გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება ეფექტიან მექანიზმად ისეთი მაღალი, ლეგიტიმური საჯარო ინტერესის მქონე დანაწესის აღსრულების მექანიზმად, რომელიც მიზნად სხვადასხვა ჯგუფების არამართლზომიერი გავლენებისგან საზოგადოების დაცვას ისახავს მიზნად.

 

რაც შეეხება სანქციის კიდევ ერთ სახეს – ავტორიზაციის შეჩერებას, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დარღვევის 1 წლის განმავლობაში მესამედ ჩადენის/აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. ამასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გასაჩივრების შემთხვევაში როგორც ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, ასევე 5000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში კომისიის აქტის მოქმედება ავტომატურად ჩერდება.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც იწვევს საზოგადოებისთვის ინფორმაციის წვდომაზე ერთგვარი ბარიერის დაწესებას. მაუწყებლების დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. შესაბამისად, ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან – საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
წინა პოსტი

,,ტვ პირველისა და ,,ფორმულას” ინფორმაციით ,,ქართულმა ოცნე­ბამ” კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­ში უჩივ­ლა

შემდეგი პოსტი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანრი მექვაბიშვილი დაქორწინდა

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'