TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“აუდიტის სამსახურის სიძლიერე განაპირობებს სახელმწიფოს მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს” – გიორგი გაბიტაშვილი

აუდიტის სამსახურის სიძლიერე განაპირობებს სახელმწიფოს მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, – ეს განცხადება პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

როგორც გაბიტაშვილმა ახალ თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, გენერალური აუდიტორის თანამდებობა მისთვის გამოწვევა და შესაძლებლობაა, ქვეყანას ახალი პოზიციიდან ემსახუროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„მინდა მადლობა გადავუხარო სახელისუფლო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელშიც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები მუშაობენ.

ვამაყობ, პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით“, – განაცხადა გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა.

გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა.

პარლამენტი გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 5 წლის ვადით ირჩევს.

გაზიარება
წინა პოსტი

გენერალური აუდიტორის თანამდებობას გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს

შემდეგი პოსტი

მარნეულში ავარია მოხდა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'