TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას სრულად უკრძალავს.

 

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე კი შესაბამისი პრესრელიზი გამოქვეყნდა.

 

სრული აკრძალვა დაწესდა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისები გათვალისწინებულია შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიებისა და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

 

ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის. მათზე არ გაიცემა სტუმრის ან სტუდენტური ვიზები. ამავდროულად, შეუნარჩუნდებათ ვიზები, მაგალითად, სამუშაო მიზნებისთვის ან ამერიკელ ნათესავებთან გაერთიანებისთვის.

 

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის დაცვას უცხოელი ტერორისტების და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვა საფრთხეების შეერთებულ შტატებში შემოსვლისგან“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

 

ქვეყნების სია ეფუძნება ანალიზს, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იანვრიდან ახორციელებს.

 

დონალდ ტრამპის თქმით, ასეთი ზომების შემოღების მიზეზი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში ებრაელი აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმა გახდა, როდესაც ეგვიპტის მოქალაქემ, რომელიც შეერთებულ შტატებში ცოლ-შვილთან ერთად არალეგალურად ცხოვრობს, შეკრებილ მოქალაქეებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას!“. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

 

“21-ე საუკუნეში ვხედავდით და ვხედავთ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებსაც მსოფლიოს საშიში ადგილებიდან ჩამოსული ვადაგასული ვიზების მქონე უცხოელები ახორციელებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყანაში ასეთი მილიონობით ადამიანია.

 

ტერორისტულ თავდასხმებზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, „ის, რაც ევროპაში მოხდა, ამერიკაშიც მოხდეს“. მისი თქმით, სიას, შესაძლოა, ახალი ქვეყნებიც დაემატოს.

გაზიარება
წინა პოსტი

ამინდის პროგნოზი

შემდეგი პოსტი

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – კამპანია „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალებში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'