TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს”-რუსეთის საგარეო დაზვერვა

დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, „დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ბრძოლის ახალი რაუნდის დაწყება სურს“.

„ბრიტანელები აპირებენ, რომ „დივერსიულად დამუხტულ“ ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ძალების გაერთიანებისკენ უბიძგონ. ლონდონის გათვლებით, ამან სისტემური პოლიტიკური ოპოზიციის „რეორგანიზაცია“ უნდა გამოიწვიოს, მას „მეორე სუნთქვა“ უნდა გაუხსნას და მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად მისი მობილიზება უნდა მოახდინოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების თქმით, „ქართული ოცნების მმართველობა მათში დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს“.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ „დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით დაახლოებით 100 ახალგაზრდული და სტუდენტური ასოციაცია, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ ჯგუფები შეარჩია“.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „აქტივისტების“ დივერსიულ მეთოდებში მომზადებას. მომავალ მებრძოლებს ასწავლიან როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, გვერდი აუარონ ხელისუფლების „ციფრულ“ კონტროლს და დივერსია მოამზადონ“, – აცხადებს უწყება.

უწყების განცხადებით, დასავლეთს „აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან“.

„დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ იყო, „ავტორიტარული გზისკენ“ სულ უფრო მეტად უხვევს და ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ლონდონს ქართველი ხალხი არ აინტერესებს, რომელმაც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს მხარი ცალსახად დაუჭირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

შემდეგი პოსტი

“დაპირებები ჰაერში დარჩა” – რა პრობლემაზე საუბრობენ კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'