TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის მაშველი რგოლია” – ირაკლი ფავლენიშვილი

თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის არის მაშველი რგოლი, რაიმენაირად მიიღოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამიტომაც, ვინც იქნება ამ მაშველი რგოლის სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღქმული იყოს რეალურ ოპოზიციურ ძალად. ის გახდება სისტემური ოპოზიცია და იქნება ივანიშვილის სისტემის მიერ შთანთქმული , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების სავარაუდო მონაწილეობაზე.

მისი შეფასებით არჩევნებში ვინც მონაწილეობას იღებს ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან.

„რაც შეეხება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა, არსებობს თამაში წესები, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური, ამ თამაშის წესებზე თანხმობა ნიშნავს, სწორედაც რომ კაპიტულაციას და ივანიშვილის ამ დიქტატურული კანონების და სისტემის აღიარებას.

როდესაც ქვეყანაში კონსტიტუციური პრინციპები ფეხქვეშ გათელილია და როდესაც სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ გახლავთ ლეგიტიმური არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისთვის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ სიტუაციაში, ფაქტობრივად, არის ერთადერთი მაშველი რგოლი. ამიტომაც, სინამდვილეში პირიქით არის კაპიტულაცია, ვინც მონაწილეობას იღებს, ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესზე, სადაც იმ სისტემის მიმართ რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდება და სანდოობა არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ისეთი ზომები მიიღეს, რომ მათ არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეეძლებათ, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით იმის მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა გაზარდონ, მაშინ როცა საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და არ შეხვედი პარლამენტში, რა თქმა უნდა არის არაადეკვატური. მითუმეტეს, როდესაც ამაზე საუბრობ და კარგად იცი, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების, რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოების პოზიცია, მათ შორის იმ ორი დიდი პარტიის პოზიცია, რომელმაც ივანიშვილისვე გაყალბებული არჩევნებით მიიღო ყველაზე მეტი ხმა. ამიტომაც, ეს ყველაფერი, მე მგონია, რომ არაგულწრფელი გახლავთ, ამ შემთხვევაში, ბატონი ხაზარაძე, როცა ამ ყველაფერს ამბობს,“ – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

რა თანხას გამოიმუშავებს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაცვის შემთხვევაში

შემდეგი პოსტი

ზოდიაქოს 3 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'