TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სწორად შერჩეული ტანსაცმელი ადამიანის ბედზე ახდენს გავლენას-ნახეთ რჩევები

ტანსაცმელს, რომელსაც ყოველდღიურად ან ხშირად ვიცვამთ, ან კარადაში ვინახავთ და დროდადრო მოვიზომავთ ხოლმე, უდიდესი მაგიური თვისებები აქვთ. საკმარისია, გაიხსენოთ ის უიღბლო დღეები ან ბედნიერი წუთები, აღიდგინოთ, რა გეცვათ მაშინ, ჩაიცვათ და ისევ ისე გამოწყობილი წახვიდეთ სამსახურში ან პაემანზე, მიხვდებით, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ტანსაცმელს. თუ აწმყოში ზუსტად იმას ჩაიცვამთ, რომელ ტანსაცმელშიც ბედნიერი იყავით წარსულში, იმ დღეს გაგიმართლებთ და კვლავ ბედნიერების ზენიტში იგრძნობთ თავს. იმ ტანსაცმელში კი, რომელთანაც წარსულში მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ გაკავშირებთ, არასასიამოვნო დღე გელოდებათ.

ასე რომ, როცა ძალიან გაგიჭირდებათ, გაიხსენეთ თქვენი იღბლიანი დღეები, რა გეცვათ მაშინ და იგივე სამოსი ჩაიცვით. ასეთი სამოსი დადებითი ემოციებით არის დამუხტული და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხოლო, თუ ტანსაცმელი უსიამოვნო დღეებს გახსენებთ, ის უკვე აღარ არის თქვენი თილისმა და წარმატების მომტანი.

საგნებსა და ტანსაცმელშიც ხდება ცუდი ზრახვებისა და განწყობის ტრანსფორმირება და იმავე ენერგიას გადასცემს ადამიანს, რომლითაც ის არის დამუხტული. ამიტომ, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, ვინ რას გაჩუქებთ და, რა განწყობით, რომ ამ ნივთმა თუ ტანსაცმელმა თქვენზე რაიმე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს და ბედ-იღბალი ცუდად არ შემოგიტრიალოთ. მაგალითად, თუ არ ემეტება და უბრალოდ, იმიტომ გჩუქნით, რომ იძულებულია ან ვალდებული, შესაძლოა, ეს ნივთი თქვენთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს და თქვენი ცხოვრება უარესისკენ შემოატრიალოს.

განსაკუთრებული მაგიური თვისებები აქვს ღილსაც, რომელიც ტანსაცმელზეა. კერძოდ, ტანსაცმელზე ღილები აუცილებლად წყვილი უნდა იყოს, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოთ, ნებისმიერ სიტუაციაში ყურადღების ცენტრში იყოთ, თქვენს აზრს გაგებით მოეკიდონ, გარშემო მყოფებთან ნდობით ისარგებლოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის შესამჩნევი და სასურველი გახდეთ. მოკლედ, თუ გინდათ, პირად და კარიერულ ცხოვრებაში ხელი მოგემართოთ, აკონტროლეთ ღილების რაოდენობა ტანსაცმელზე. თუ ადამიანს ის ტანსაცმელი აცვია, რომელზეც კენტი რაოდენობის ღილია, ის იმ დღეს ხელმოცარული იქნება. ამიტომ, გირჩევთ, ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხს მეტად წინდახედულად და ყურადღებით მიუდგეთ. ააჭერით ტანსაცმელს ზედმეტი ღილი და ასე, იოლად აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები.

მნიშვნელობა აქვს ღილის ფერსაც. თუ საპასუხისმგებლო საქმეზე ან მოლაპარაკებაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ისეთი სამოსი ჩაიცვათ, რომელზეც ღია ფერის ღილებია. მაგრამ, თუ საქმის გასარჩევად, ვალის დასაბრუნებლად მიდიხართ, მაშინ, მუქღილებიანი სამოსი გამოგადგებათ.

გაზიარება
წინა პოსტი

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს – განათლების სამინისტრო

შემდეგი პოსტი

4 საკვები, რომელიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'