TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ის, რაც გუშინ თინა ბოკუჩავას მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი”- სააკაშვილი

ეს არის დაშინების მცდელობა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან. ჩვენ ამას არასდროს დავნებდებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცეს.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ეს არის უკიდურესად მხდალი რეჟიმის ქმედება.

„მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს. ის, რაც გუშინ მის მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი. ჩვენ ვამბობთ, რომ აღარ გვინდა რუსეთი საქართველოში. ეს რუსეთი აღარ არის, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი. კადიროვი იტაცებს ასე ხალხს. კადიროვი აწერინებს ვიდეოებს, ამ ბანდიტებით საქართველოში კადიროვში ვართ ხალხო. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. არ მეშინია, არ გავჩუმდები!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში სამართალი და სამართლიანობა საერთოდ არ არის.

„ახლოს არ არის და არაფერ კავშირშია ეს ე.წ. სასამართლო რაიმე ტიპის იურიდიულ პროცესთან, მაგრამ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა მოგმართოთ, თუნდაც ცუდი ხარისხით, თუნდაც ჩახშობის პირობებში. რეჟიმს ჩემი ძალიან ეშინია. ჩემი წინა გამოსვლა პრაქტიკულად, ჩაახშეს. 7 ნოემბრის საქმე სინამდვილეში არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების საქმე. სინამდვილეში, ეს არის კლასიკური ყაჩაღური დიქტატურის საბოლოოდ დამყარების მცდელობა. მინდა ყველა პოლიტპატიმარს მივესალმო, მათ შორის ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც უსამართლოდ ზის ციხეში. ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, რომლებიც ძალიან მაგრად იბრძვიან. მინდა ვთქვა, რომ მაგრად იყვნენ, ძალიან მალე ისინი თავისუფლები იქნებიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, „არცერთ დამპყრობელს ისე არ უძარცვია საქართველო, როგორც ხელისუფლება ძარცვავს.

„მე რა სულელი ვიყავი, რომ თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან? მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში. ყველაფერი, რასაც მე გაფრთხილებდით და გეუბნებოდით, ახლა ხომ ახდა?! მე რატომ ჩამოვედი აქ 2021 წელს. თანამდებობა არ მქონდა, შემოსავალი არ მქონდა, სახლი არ მქონდა, კარი არ მქონდა ცხოვრებაში თუ რა? ჩამოვედი იმიტომ, რომ საქართველოს ვკარგავდით. ჩამოვედით იმიტომ, რომ ვიწინასწარმეტყველე ყველაფერი ეს. ყველაფერი, რაც ახლა მოხდა, 2012 წელს გაფრთხილებდით ამის შესახებ. ჩვენ მივიღეთ ეს გამოცდილება და ახლა დროზე უნდა მოვაშოროთ ესენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ხშირად პრობლემებს თავად იქმნიან

შემდეგი პოსტი

“თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!”- მზია ამაღლობელი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'