TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა – პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა, გარდა სამი ქვეყნის: – ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფისა.

პარლამენტის დადგენილებით, აღნიშნული სამი ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, დეპუტატებმა მასში შესვლა არ ისურვეს და ამის გამო ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ“.

„იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას დაუბრუნდება. ეს შემდგომ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები დაკომპლექტდეს. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შექმნილიყო, მაგრამ დაკომპლექტებული არ არის.

მანამ სანამ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული პოლიტიკა ექნება, რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში ყოფნას ისურვებენ.

ამიტომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს მოვუწოდებთ, მეგობრობის ფორმატს დაუბრუნდნენ და ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებზე უარი თქვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად” – ლავროვი

შემდეგი პოსტი

“პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ” – დავით მათიკაშვილი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'