TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ხშირად პრობლემებს თავად იქმნიან

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი თავგადასავლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების განსაკუთრებული მოყვარულია, რაც, რა თქმა უნდა, მათ ცხოვრებას საინტერესოსა და სახალისოს ხდის. თუმცა, ექსტრავაგანტური ქმედებები და თავგადასავლების ძიება ხშირად პრობლემადაც იქცევა. ზოდიაქოს ეს ნიშნები არასასიამოვნო სიტუაციებში არცთუ ისე იშვიათად აღმოჩნდებიან. თუმცა, სიცოცხლისუნარიანობისა და ოპტიმიზმის ამოუწურავი მარაგის გამო, მათ შეუძლიათ ამ სირთულეების უმეტესი ნაწილი მარტივად გადალახონ.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან დიდი ენერგია აქვთ. ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ პირველები და რისკის არ ეშინიათ. ამ ადამიანებს ახლის ძიება, საკუთარი ძალების ბევრი მიმართულებით მოსინჯვა უყვართ, ამიტომ მათი ცხოვრება უჩვეულო მოვლენებითა და თავგადასავლებითაა სავსე.

მიუხედავად იმისა, რომ ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანები არიან, ხშირად მანიპულაციის მსხვერპლი ხდებიან. იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებენ და უცებ მოულოდნელ პრობლემებში აღმოჩნდებიან.

საბედნიეროდ, ვერძები პრობლემას ისევე მარტივად და სწრაფად უმკლავდებიან, როგორც ქმნიან. ურყევი თავდაჯერებულობა, ოპტიმიზმი და მონდომება ეხმარება მათ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი მალევე იპოვონ და ჩვეული შემართებით განაგრძონ ცხოვრება.

ტყუპები

ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე კომუნიკაბელური, გახსნილი, ლაღი და თავისუფალი ნიშანი ბევრ ადამიანთან დამეგობრებასა და საერთო ენის გამონახვას ახერხებს. თუმცა, ხშირად მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ინტრიგები, ჩხუბი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გულგრილობასა და ინერტულობაშიც სდებენ ბრალს.

საქმე ის არის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ბევრ რამეს სერიოზულად არ აღიქვამენ და თავისუფლად ცხოვრება სურთ. სხვადასხვა გარემოებებთან ადაპტირებას შესანიშნავად ახერხებენ. ცდილობენ, ყველას ასიამოვნონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველასთვის საუკეთესო ადამიანები ვერ იქნებიან. ამიტომაც, როცა მათ მიმართ ჩამოყალიბებული მოლოდინები რეალობას არ ემთხვევა, კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან.

თუმცა, ტყუპებს კომუნიკაციის წარმოუდგენლად მაგარი ნიჭი აქვთ და სწორად შერჩეული სიტყვებითა და იუმორით ნებისმიერი სიტუაციიდან მარტივად გამოსვლას ახერხებენ. შეუძლიათ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი საკითხი სასარგებლოდ გადაჭრან და ყველაფერი მოაგვარონ.

თევზები

თევზები ზოდიაქოს ყველაზე მეოცნებე და ინტუიციური წარმომადგენლები არიან. თუმცა, მათ მდიდარი ფანტაზია და ზოგადად, ფანტაზიებისადმი მიდრეკილება ხშირად რეალობის განცდას აკარგვინებს, რაც არაერთ პრობლემას იწვევს.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ემოციური ადამიანები არიან და ხშირად თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ. გადაწყვეტილებების მიღებისას კი უმეტესად ემოციებითა და გრძნობებით ხელმძღვანელობენ და არა ობიექტური შეფასებებით, რაც ყოველთვის დადებით შედეგს არ იწვევს.

თევზები სხვების გამო თავგანწირვას მიჩვეულები არიან და დახმარება, მხარდაჭერა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ამ ჩვევის გამო და იმიტომაც, რომ საკუთარ თავზე ფიქრს წყვეტენ, ზოგჯერ თავად ექმნებათ პრობლემები. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გულწრფელობისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარის გამო, პრობლემებთან გამკლავებას მაინც ახერხებენ.

გაზიარება
წინა პოსტი

„მოულოდნელად იწყება ახალი თავგადასავალი…“ – ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

შემდეგი პოსტი

რომელი დღეები იქნება ამ კვირაში იღბლიანი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'