TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პოლიციელებისგან ჟურნალისტების მიმართ არც ერთი მიუღებელი მოქმედება არ მინახავს – ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს

მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! – არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისამართით გააკეთა, რომელმაც სესიაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

წილოსანმა იოსელიანს ასევე მიმართა, რომ „მას საკმაოდ მძიმე რეპუტაციული მემკვიდრეობა ერგო ნინო ლომჯარიას, გიორგი ბურჯანაძისა და სხვათა სახით, რომლებიც ამ ინსტიტუციას აგენტურის ხელით მართავდნენ და მუდმივად ჩასაფრებულის რეჟიმში გადაიყვანეს“.

„პოლიციელები კვირების განმავლობაში ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს იცავდნენ – იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია და გადატრიალება არ მომხდარიყო. აღარ ვსაუბრობ პიროტექნიკის, ცივი იარაღის თუ სხვადასხვა საშუალების შესახებ, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება.

თქვენს ანგარიშში არ ყოფილა ის, რომ დემონსტრანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს პიროტექნიკა დამიზნებით ესროლეს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უფლებებს რაღაც ერთი ჭრილით ვხედავთ. პოლიციელები, მათი ოჯახები და შვილები, რომელთა ფოტოებს, ადგილსამყოფელს და მისამართებს ეს ადამიანები დააფრიალებდნენ უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყვნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტი ლევან იოსელიანმა წარადგინა.

გაზიარება
წინა პოსტი

2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო -ლევან იოსელიანი

შემდეგი პოსტი

“ამათმა რომ შეხედეს, ქვეყანაში პროცესების გაჯანსაღება მიდის, „მესიჯი“ დაალაგეს, რომ ვიღაცებს იტაცებენ – ეს არის სიგიჟე”- მამუკა მდინარაძე

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'