TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია? ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ?” – თეა წულუკიანი

რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შესაძლოა, ანგარიშში გამოტოვებული საკითხები იმით იყოს განპირობებული, რომ აპარატის თანამშრომლები მას თემებს შერჩევითად აწვდიან.

„როცა დაინიშნეთ ამ პოზიციაზე, ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია და ვისთან ერთად მუშაობთ? რატომ გამიჩნდა ეს კითხვა – მადლობა ბევრი რამისთვის, მაგრამ ვერ გავიგე ერთი რამ – თქვენ განაცხადეთ, რომ ციხეებში გადატვირთულობა არისო, მაგრამ არ ახსენეთ ის, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს, გაიხსნა ლაითურის სუპერ თანამედროვე ციხე. ასევე, რომ საუბრობთ მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო, დაჭრილი პოლიციელი ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენოთ? ასევე, ქალები მოგვისაკლისეთ და ქალის უფლებებიო, მადლობა ამისთვის. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ, ეს დაცვა არც მჭირდება. ლომჯარია ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არ ვარო, თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თუ ეს ასეა, ქალებზე რომ ისაუბრეთ, ქალ დეპუტატებსა და მათ თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე ერთხელ მაინც რატომ არაფერი თქვით? კარგი, 2024 წლის ანგარიში იყოო, რომ ბრძანეთ, გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე როდისმე მოიკითხეთ როგორ იყვნენ? მამამისს რომ მელანი შეასხა მავნებელმა სახეში და ბავშვები ამას პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, არ იცოდნენ დაბრმავდა თუ არა, სამსახურში მყოფი მათი მამა? ეს დაბალანსებული უნდა იყოს, რომ ჩვენ თქვენ დაგიჯეროთ! რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ გავბედავ რომ შეგაწუხოთ, იმიტომ, რომ ვიც,ი რომ ბევრი სხვა საქმე გაქვთ უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა – მეტ ნაკლებად გიცნობთ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ ეს „სტაფის“ ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული? და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი.

ასევე, მაინტერესებს ისევ იმ კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ, იუსტიციის მინისტრი როცა ვიყავი და ლომჯარიას ზოგიერთი თანამშრომელი სპეციალიზდებოდა ე.წ. პრაგონში. ანუ შედიოდნენ ერთ ციხეში, ვითომ უფლებებს ამოწმებდნენ, მონიტორინგზე შედიოდნენ, გამოჰქონდათ ამბავი, დანაბარები, მიდიოდნენ სხვა ციხეში, სხვა საკანში, ვისთანაც დააბარეს გზავნილი და ამ ფორმით, „პრაგონის“ ფორმით მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროსა და კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. მაინტერესებს ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ? ეს რომ ვთქვი ლომჯარიას აქ მობრძანების დროს, აპარატის მაშინდელმა თანამშრომელმა სასამართლოში მიჩივლა, ვერაფერი დათუნია კანფეტი ვერ დაიჭირა, მაგრამ ხომ მიჩივლა? თავხედებისგან იყო ეს აპარატი შემდგარი. მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ? ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატომ ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რატომ ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატომ ვერ გვხედავთ ჩვენ? ან გვითხარით, რომ არ ხართ ჩვენ ომბუდსმენი. ჩვენს უფლებებს როდისმე იცავთ? დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე?“ – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ამათმა რომ შეხედეს, ქვეყანაში პროცესების გაჯანსაღება მიდის, „მესიჯი“ დაალაგეს, რომ ვიღაცებს იტაცებენ – ეს არის სიგიჟე”- მამუკა მდინარაძე

შემდეგი პოსტი

“შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ” – ლევან იოსელიანი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'