TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ” – ლევან იოსელიანი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო – სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშში ბევრი პოზიტიური საკითხია შესული, თუმცა პარლამენტში, დეპუტატების წინაშე მან ყურადღება პრობლემებზე გაამახვილა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მგონი, უამრავი მაგალითია. ანგარიშს თუ ნახავთ, იქ მითითებულია ჟურნალისტების ცემის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. არის ანგარიშში კონკრეტული შემთხვევები. შემიძლია დავასახელო იმ ჟურნალისტების გვარები, რომლებიც აქციების დროს დაზიანდნენ. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში 400 – გვერდიანია, დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ „მისასალმებელია“, „დადებითად ვაფასებ“. მოხსენებაში ეს ნაწილები შეგნებულად არ გადმომიტანია და არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე. მე 500 გვერდს ხომ ვერ წავიკითხავ აქ და იმ მოკლე ვადაში, რაც მაქვს გამოყოფილი რეგლამენტით, ვცდილობ, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამიტომ არის ძირითადად საუბარი პრობლემებზე. ეს მინდა იცოდეთ, თორემ, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც წინსვლაც არის, პოზიტივიც არის, მისასალმებელიც არის და ა.შ. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, სხვანაირად უნდა პოზიციონირებდეს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი“, – მიმართა ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

გაზიარება
წინა პოსტი

” ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია? ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ?” – თეა წულუკიანი

შემდეგი პოსტი

ოჯახი გიორგი ხოშტარიას ეძებს

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'