TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დღეს ლომისობაა, გილოცავთ!

ლომისობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველებისთვის. იგი სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს აღინიშნება და უამრავი ადამიანი ზეიმობს.

ლომისობის  ლეგენდა მოგვითხრობს:

თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ჯალალ-ედ-დინმა ჩვენი ქვეყანა ააოხრა. არაგვის ხეობიდან 7000 არაგველი ტყვედ წაიყვანა. გადმოცემის მიხედვით, მათ მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატიც წაიღეს. ხატმა მტრის ქვეყანა გააუბედურა – აღარც მოსავალი მოდიოდა და აღარც საქონელი და ადამიანები იყო კარგ დღეში, რის გამოც სულთანმა მკითხავები დაიბარა. მათი თქმით, უბედურების მთავარი მიზეზი გურჯისტანის ხატი იყო. სულთანმა მისი საკირეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ხატი საკირიდან უვნებელი ამოფრინდა და იქვე მყოფი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანდა. ხარი და ხატი მანამდე არ წავიდნენ, სანამ სულთანმა ყველა ტყვე არ გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ ტყვეთა შორის არ იმყოფებოდა კოჭლი დედაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ხორასნელს მოახლედ ჰყავდა წაყვანილი. საბოლოოდ ის ქალიც მოძებნეს და ხარი ხატის თანხლებით და 7000 არაგველით საქართველოსკენ გამოემართა.

გადმოცემის მიხედვით, ხარი ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მივიდა და იქ უსულოდ დაეცა. ხატიც იქვე დაფრინდა. მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაება და ტაძარი ააშენა. ხარს ლომა ერქვა, ამიტომ სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი ეწოდა. 7000 არაგველი მშობლიურ ხეობაში გაიფანტა და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები ააშენა.

ამის შემდგომ, უკვე 8 საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს ტაძარში მლოცველები ადიან და ასე ილოცებიან:

„ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს.”

რაც შეეხება რკინის ჯაჭვს, რომელიც ეკლესიაშია, ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოიტანა დადიანის ქალმა. მეორე ვერსიით, წმინდა გიორგიმ სასწაულებრივად იხსნა ერთი ქართველი ტყვე და მანაც ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, მადლობის ნიშნად ლომისის მთაზე ამოიტანა.
ვისაც აღთქმა აქვს დადებული,  ან წმინდანს რაიმეს ევედრება, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის ლოცვით შემოუვლის.

 

 

გაზიარება
წინა პოსტი

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი პოსტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'