TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, შეკითხვები იყო: „რა გეცვა, რომელ საათზე, სად წახვედი და რამდენი ხნით? “-კოტე იოსელიანი

არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

კოტე იოსელიანის განცხადებით, გამოკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, „ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა“.

„გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები. მიწოდებულია ყველა ინფორმაცია. არსებობს ყველანაირი გარემოება იმისათვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. არის უამრავი ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით. სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტის გამოძიებას და ყველად დეტალის დადებას არაფერი არ სჭირდება, არ სჭირდება განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა. თუმცა დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია.

არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი. დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კონკრეტული შეკითხვებისგან, შეკითხვებზე გავეცი პასუხი. შეკითხვები იყო: რა გეცვა, რომელ საათზე სად წახვედი და რამდენი ხანი? ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცი და ამით დასრულდა ეს პროცესი“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში“.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

გაზიარება
წინა პოსტი

“უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია -გიორგი გაბიტაშვილი სანქციებზე

შემდეგი პოსტი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'