TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სირთულეების თავიდან არიდებაში და წარმატების მიღწევაში

პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან. გარდა ამისა, როგორც წესი, რეტროგრადული მერკურის პერიოდში წარსულში დატოვებული ურთიერთობები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს.

ასტროლოგებმა თითოეული ჩვენგანისათვის 5 მნიშვნელოვანი რჩევა შეიმუშავეს, რომლებიც შესაძლოა, აგვისტოში განსაკუთრებით გამოგვადგეს და სირთულეები თავიდან ავირიდოთ:

რჩევა N1 – არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები

ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას გრძნობენ და ისეთ დეტალებზეც კი ამახვილებენ ყურადღებას, რომლებზეც, როგორც წესი, ნერვიულობა არ ღირს. შესაბამისად, მომატებული ემოციური ფონის გამო, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება. ჯობს, რეტროგრადული მერკურის პერიოდში იმპულსური, დაუგეგმავი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში იმაზე უკმაყოფილო აღმოჩნდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ.

რჩევა N2 – შეზღუდეთ სოციალური ქსელების გამოყენების დრო

რეტროგრადული მერკურის პერიოდი ეკრანთან დროის შესამცირებლად შესანიშნავი პერიოდია. სოციალური მედიიდან არაერთ ნეგატიურ ინფორმაციას ვეცნობით. ამიტომაც, ჯობს, აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ემოციური ფონი ისედაც არასტაბილურია, ენერგია და რესურსები სხვა საქმეს დავუთმოთ. დავკავდეთ საყვარელი აქტივობით, წიგნების წაკითხვით, კულინარიითა თუ ჩვენთვის საინტერესო სხვა საქმით. სოციალური ქსელები კი მინიმალური დროით გამოვიყენოთ.

რჩევა N3 – გააკონტროლეთ თქვენი ხარჯები

მითოლოგიაში მერკური ვაჭრობისა და მოგების სიმბოლოა. ამიტომ, როდესაც ის რეტროგრადულ მდგომარეობაშია, ადამიანებს თანხის გაკონტროლება უჭირთ და იმპულსური შესყიდვებისკენ არიან მიდრეკილნი. შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში ბევრი ისეთი რამ იყიდოთ, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ. ამიტომ, ჯობს ხარჯები გააკონტროლოთ და იქამდე, ვიდრე რაიმეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდეთ, რეალურად გჭირდებათ თუ არა ის.

რჩევა N4 – ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის ღიად გამოხატვის

რეტროგრადული მერკურის პერიოდი საკუთარი თავის, შესაძლებლობების, იდეების გამოხატვის შესანიშნავი დროა. ჯობს, თქვენი მოსაზრებები ღიად გამოხატოთ. თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, დააფიქსირეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი წყენა ერთ დღეს იმაზე მასშტაბურად გავრცელდება, ვიდრე წარმოიდგენთ.

გარდა იმისა, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონიც იმატებს, დადებითი შედეგიც შეიძლება მივიღოთ. თუკი აღნიშნული დროის განმავლობაში საინტერესო იდეები მოგივათ, მოგინდებათ, რომ შემოქმედებითად გააქტიურდეთ, ეს აუცილებლად სცადეთ – შესაძლოა, მსგავსმა აქტივობებმა სამომავლოდ ძალიან დიდი წარმატება და ბედნიერება მოგიტანოთ. შეადგინეთ კონკრეტული გეგმა, მოინიშნეთ თქვენი იდეები და რეტროგრადული მერკურის შემდეგ განახორციელეთ.

რჩევა N5 – შეაფასეთ თქვენი წარსული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ბევრ ადამიანს წარსულში დატოვებული ურთიერთობები კვლავ შეახსენებს თავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში როგორც სწრაფად ჩნდება ინიციატივები, ისევე სწრაფად შეიძლება, გაქრეს.

ამავდროულად, აღნიშნულ მონაკვეთში მოგიწევთ, განვლილ გზას გადახედოთ, თქვენი ნაბიჯები, მიღწევები, შეცდომები შეაფასოთ და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოთ.

გაზიარება
წინა პოსტი

დასახელდა 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი

შემდეგი პოსტი

საუკეთესო წყვილები ჰოროსკოპის მიხედვით

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'