TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს” -ანა წითლიძე

პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და მათი მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება ქართველი ხალხისთვის ცუდია და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს.

„ის, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის პოლონეთი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ამდენი წელია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ცხადია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” პასუხისმგებლობა. ეს არის “ოცნების” საგარეო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დააშოროს ევროპას, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და ქვეყნის იზოლაციაზე. საბოლოოდ, ეს მოიტანს იმას, რომ საქართველო იქნება მარტო ყველა იმ სიკეთის გარეშე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გარეშე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ევროპელებისგან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და ამ საკითხის მათი მხრიდან ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს უკვე არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს,” – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა.

კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან.

ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.

გაზიარება
წინა პოსტი

” უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული” -პაველ ჰერჩინსკი

შემდეგი პოსტი

ხანძარი ქუთაისში – არის მსხვერპლი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'