TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქუთაისში ექიმს სამედიცინო იარაღი ბავშვის ყურის სასმენ მილში ჩაუტყდა – რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დახმარებით, ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებას ბავშვისათვის გაწეული არასწორი/არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება დაევალა.

საიას ქუთაისის ფილიალი სამი წლის ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს იცავდა, რომლებიც არასწორი/არაკვალიფიციური გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

ორგანიზაციის ცნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს.

“ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭიროებდა მის ამოღებას. უცხო სხეულის ამოღებისას ექიმს სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა ყურის სასმენ მილში, რომლის ამოღებაც ვეღარ მოხერხდა. აღნიშნულის შედეგად ბავშვს განუვითარდა სახის ასიმეტრია და დაუზიანდა სასმენი მილი. ბავშვის დიაგნოზია სმენის მეორე ხარისხის დაქვეითება მარჯვენა ყურში, რის გამოც მას მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

საიას დახმარებით, არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და სასამართლოს. სააგენტომ, გაწეული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად, დაადგინა მთელი რიგი დარღვევები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ბავშვის მიმართ არ იქნა გათვალისწინებული პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის/გასინჯვის მოთხოვნები, დიაგნოსტიკური ტესტების ერთდროული გამოყენების შედეგად არ იქნა შეფასებული რისკები და განხორციელებული მკურნალობა და სხვ.

პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას, ექიმს 6 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით, ბავშვისა და ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას მათ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გაწეულ სამედიცინო დახმარებას შედეგად არ მოჰყვა პაციენტის გამოჯანმრთელება. მეტიც, მისი მდგომარეობა პოსტოპერაციულად გართულდა და საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბავშვი დამატებით ოპერაციულ ჩარევას და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ დასკვნაც. სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვნის ასეთი მდგომარეობა იწვევს განგრძობად ნეგატიურ განცდებს და სტრესს, რის გამოც აშკარა იყო მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები”,- განმარტავენ საიაში.

გაზიარება
წინა პოსტი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაურია

შემდეგი პოსტი

“მეწყრულ-ღვარცოფული პროცებია მოსალოდნელი” – ამინდი გაუარესდება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'