TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“მარტივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებ? – ციხე!” – ირაკლი ზარქუა

თუ გირაოს არ იხდი ე.ი. შეგნებულად მიდიხარ რომ ჩაჯდე – დააშავე?! არ აღასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას?! ციხე! – ამის შესახებ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, თუ რისი ჩვენება უნდოდა გვარამიას იმით, რომ სასამართლოში არ გამოცხადდა, მაგრამ ციხესთან თავისი ფეხით მივიდა, ზარქუამ უპასუხა, რომ „ამით მან სპექტაკლი დადგა“.

„საკითხი მარტივადაა. მგონია, შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ არის კანონი, მოსამართლის გადაწყვეტილება. არ გინდა ციხეში ჯდომა?! მაშინ გადაიხადე გირაო და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, იარე და გააგრძელე ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა. არ იხდი?! მაშინ წესი არის, დაგაკავებენ. მორჩა, მარტივია. ყველა აკეთებს თავის არჩევანს. შეზღუდულები არ არიან. არ გადაიხადე?! მოგისაჯა სასამართლომ?! ნებისმიერი მოქალაქე ასე იქნება, მე ვიქნები თუ სხვა, შესაბამისად, არჩევანში არიან თავისუფალი.

მოსამართლის მიერ დადგენილად თუ არ იხდი გირაოს ე.ი. შეგნებულად მიდიხარ, რომ ჩაჯდე. ახლა ეს პოლიტიკური ქულის მომტანი იქნება, თუ ცოტა ხანში დაიწყებენ, „იქნებ შეგვიწყალონ“ და რაღაც, ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს თავისი არჩევანი. დააშავე?! არის კანონი, სასამართლო გადაწყვეტილება. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ?! ციხე!,“ – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.

იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი და ამის გაკეთება ვერ შეძლეს”- ტრამპი

შემდეგი პოსტი

“გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი” – ანდრო ჭიჭინაძე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'