TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს!” – თინა ბოკუჩავა

ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ ასეთ დროს, ვინც ვერასდროს იქნება მზად, არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს! თავისუფლება ნიკას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნებისმიერი სახის გარიგება მმართველ პარტიასთან, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, გამოიწვევს საბოლოო რუსიფიკაციას.

„ეს რეჟიმი, გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო. როგორც ნიკამ თქვა ბოლო სიტყვაში, ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი თვალთმაქცობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, თუ სხვა ტიპის გარიგება რეჟიმთან არის გზა საბოლოო რუსიფიკაციისკენ. მხოლოდ სიმტკიცით, სიმართლითა და ერთიანობით დავამარცხებთ ამ რეჟიმს და მოხარული ვარ, რომ დემოკრატიული ძალების უდიდესმა ნაწილმა კვლავ ერთიანობის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა.

თავისუფლება ნიკას! სოლიდარობა მის ოჯახს, განსაკუთრებით სოფოს, მის შვილებს, მისი გუნდის თითოეულ წევრს ჩვენ თქვენთან ვართ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! „ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, როგორც თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ასევე მინდა გამოვეხმაურო მათე დევიძის დაკავებას, ეს არის ნამდვილად სინათლის და სიმართლის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. მან კიდევ ერთხელ თავისი სიმართლით, სილაღით და სინათლით აჩვენა საზოგადოებას, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!, დიდება საქართველოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
წინა პოსტი

” უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა” – რიჰარდს კოლსი

შემდეგი პოსტი

განახლებული ვალუტის კურსი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'