TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედება დაგმეს – კრემლი

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული ვითარება განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ირან-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის გამო, მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართ და დაგმეს ისრაელის სამხედრო ქმედება ირანის წინააღმდეგ.

„ორივე მხარემ გამოთქვა უმძიმესი შეშფოთება ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციის გამო, რამაც უკვე გამოიწვია დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მთელი რეგიონისთვის სერიოზული გრძელვადიანი შედეგებით არის სავსე. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმეს ისრაელის სამხედრო ქმედება ირანის წინააღმდეგ, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევით ხორციელდება. ლიდერებმა მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სადავო საკითხების, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების, მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების მიმართ“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები მჭიდრო თანამშრომლობას შეინარჩუნებენ.

გაზიარება
წინა პოსტი

განახლებული ვალუტის კურსი

შემდეგი პოსტი

6-12 საათის გარდაცვლილი იყო – რას აცხადებენ “ხონელიძის კლინიკაში” დაღუპული ბავშვის შესახებ

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'