TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ – და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატში გამოსვლის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

“პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ე.წ. “პირველი რუსული კანონი” იქნა წარდგენილი, გაწვეული და ხელახლა წარდგენილი. ამან უხეში რიტორიკა და პირდაპირი თავდასხმები გამოიწვია ევროპელ და ამერიკელ ელჩებზე – რაც მზარდი დაძაბულობებისა და საქართველოს პარტნიორების დამცირების სიგნალი იყო.

 

ევროკავშირის გზიდან მთავრობის შებრუნების მიუხედავად, ქართველების 80% ჯერ კიდევ ძლიერად უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას. ეს საზოგადოებრივი ერთგულება ეჯახება კონსტიტუციური ვალდებულებების დარღვევებს, რაც მიმდიანრე პროტესტებს იწვევს მმართველი პარტიის “რუსული კოშმარული” მიდგომის წინააღმდეგ” , -წერს ზურაბიშვილი.

 

მისი თქმით, “საქართველოს მმართველი რეჟიმი აქტიურად ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს”.

 

“მათი ქმედებები და კანონები საგულდაგულოდ ასახავს რუსულ სახელმძღვანელოს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად და პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად გამოიყენება. ეს შემთხვევითი არ არის – ეს განზრახ ავტორიტარული გადახვევაა”, – წერს ის.

 

ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები იზღუდება, სასამართლო კი დამოუკიდებლად აღარ მოქმედებს, ხოლო სამართლებრივი დევნა “რეჟიმის პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი გახდა”.

 

“პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე რუსეთის ნელი რეგრესიის დროს. სასამართლოები დამოუკიდებლად აღარ მოქმედებენ; ვერდიქტები წინასწარ განსაზღვრულია პროკურორების მიერ. სამართლებრივი დევნა რეჟიმის პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი გახდა.

 

საქართველოში 60 ახალგაზრდა აქტივისტი რჩება წინასწარ დაკავებაში, და მძიმე განაჩენები უკვე გამოტანილ იქნა მტკიცებულებების ნაკლებობის მიუხედავად. ამ ზაფხულს მეტი განაჩენია მოსალოდნელი, რაც ხაზს უსვამს გამძაფრებისკენ მიმავალ პოლიტიკურ რეპრესიებს.

 

ეს კრიზისი უბრალოდ შიდა არ არის – ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, წარუმატებელი სამხედრო ჩარევებიდან ჰიბრიდულ ტაქტიკებზე გადასვლით, როგორებიცაა პროპაგანდა და მარიონეტი რეჟიმები.

 

საქართველოს მმართველი პარტია კავშირებს აღრმავებს რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან, ევროკავშირისკენ ადრეულ სვლას აბრუნებს და ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ზრდის – რაც სერიოზულ შეშფოთებებს აჩენს გეოპოლიტიკასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

 

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში იქცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთსა და ჩინეთისკენ მივდივართ – და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება,” – წერს ზურაბიშვილი.

გაზიარება
წინა პოსტი

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

შემდეგი პოსტი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'