TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს მოვითხოვთ” – გიორგი ვაშაძის საქმის პროკურორი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმის პროკურორის, მარი მეშველიანის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას ვაშაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

როგორც მეშველიანი აღნიშნავს, ისინი სასჯელის სახეობის განსაზღვრას სასამართლოს მიანდობენ.

„ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს მოვითხოვთ, თუ რა იქნება სასამართლოსთვის ეს სასჯელი, მკაცრი, თუ ნაკლებად მკაცრი, ეს სასამართლომ გადაწყვიტოს”,- განაცხადა მეშველიანმა.

ის ასევე განმარტავს, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელმეორედ დაიბარა ახნა-განმარტების მისაცემად.

„იმ შემთხვევაში თუ შემოვა ჩვენთან კონკრეტული მასალები კონკრეტული პირის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეფასდება, თუ გამოძიება დაიწყება, მოპოვებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებები. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებად რა იქნება ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი, ასე წინასწარ ვერ გეტყვით, ყველა გარემოება შეფასდება.

როდესაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ამ შემთხვევაში, ნიკა გვარამიაზე მაქვს საუბარი, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ ხდება და წინასასამართლო სხდომა განისაზღვრება. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ამ საქმეზე მას გირაოს პირობები არ დაურღვევია, გადახდილი აქვს შესაბამისი გირაო, თუ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, შემდეგ უკვე კონკრეტულ საქმეში გადაწყდება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ამ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გირაოს პირობების ქვეშ მყოფმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ეს გირაოს პირობების დარღვევად ჩაითვლება. გირაოს პირობების დარღვევაა, როდესაც ადამიანი ახალ, განზრახ დანაშაულს ჩაიდენს გირაოს პირობების ქვეშ ჩაიდენს.

არ მისვლა უნდა შეფასდეს, არ მისვლას შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, წინასწარ როგორ გიპასუხებთ. უნდა შეფასდეს მიზეზი არის თუ არა ობიექტური, არის თუ არა დანაშაული, თუ კონკრეტული მტკიცებულებები დაადასტურებს კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება”,- განაცხადა მეშველიანმა.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გაზიარება
წინა პოსტი

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

“ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო” -რასა იუკნევიჩიანე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'