TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, არ დაბრუნდებიან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების – რასა იუკნევიჩიენე

მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები დახმარებას იმსახურებენ, სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ – აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, არ დაბრუნდებიან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს – “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი”.

 

ევროპარლამენტარის თქმით, არ ესმის ევროპული საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. იუკნევიჩიენეს განცხადებით, „ყველას, ვინც ხელებს ისვრის“, სანქციების ეშინია და „ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“. მისი თქმით, არ შეიძლება ქართველი ხალხის მიტოვება.

 

ევროპარლამენტარის თქმით, მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება ქართველებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში.

 

“ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული ყველა ქართველის სიმბოლო გახდა. ერთი კვირის წინ მამაცი ქართველების წარმომადგენლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია იბრძვიან ევროპული საქართველოსთვის, ევროპარლამენტის კომიტეტს დაესწრნენ. გუშინ, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა მათ წინააღმდეგ. ვითარება ყოველდღე უარესდება. ამჯერად ჩემი გამოსვლა რეჟიმის ან თბილისში კრემლის მეგობრების შესახებ არ იქნება. ამაზე ყველაფერი ვთქვით აქამდე მიღებულ რეზოლუციებში.

 

ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი სახელმწიფოების და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია და მისი მეგობრები პატივისცემასა და დახმარებას იმსახურებენ. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას, ვინც ხელებს ისვრის, მათი [სანქციების] ეშინია. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეჟიმზე ყველანაირად და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. არ დაბრუნდებიან, ვინაიდან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების. ისინი ხალხს ატყუებდნენ ევროკავშირის მისწრაფებებზე, ჩვენ გვატყუებდნენ – ევროპარლამენტსა და ევროკავშირში.

 

მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება ქართველებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში. ევროკავშირის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოში თითქმის აღარაა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ “სპუტნიკის” მსგავსი პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები.

 

სხვათა შორის, არ მესმის ისინი, ვინც ევროკავშირის შესახებ შხამს ავრცელებენ, ჯერ კიდევ აქტიურები რატომ არიან აქ – ევროპარლამენტში.

 

მოდით, ვიმოქმედოთ. არ შეიძლება ქართველი ხალხის მარტოდ მიტოვება”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

 

 

გაზიარება
წინა პოსტი

პუტინი აცხადებს რომ მზად არის ზელენსკისთან შესახვედრად

შემდეგი პოსტი

„ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის – ტობიას კრემენი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'