TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ – რეზოლუციის შინაარსი, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის, ცნობილია

ცნობილია რეზოლუციის – „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ შინაარსი, რომელსაც დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის.

რეზოლუციის ავტორი 63 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან – „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალ-დემოკრატების“ „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“, „განახლებისა“ და „მწვანეების“.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:

„მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო; მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასევე, გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას;

ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმების, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვის მოწოდებით გამოდის;

მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოოს;

სინანულს გამოთქვამს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთაც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“.

გაზიარება
წინა პოსტი

დავით ნავერიანის ხსოვნის X საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი ნიკოლოზ ავალიანმა დაიკავა

შემდეგი პოსტი

შაურმაში სალმონელა აღმოაჩინეს – დახურეს საწარმო

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'