TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის” – კახი კალაძე

თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა 2021 წელს. დღეს ამის აუცილებლობა არაა – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც საელჩო ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ეუთო/ოდირის დასკვნები ფეხქვეშ იქნა გათელილი“.

„საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო/ოდირი. მათ წარმოადგინეს შესაბამისი დასკვნა. გვახსოვს მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პრაქტიკებსაც თუ გადავხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არასდროს არსად არ ხდება ეუთო/ოდირის მოწვევა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ვიმეორებ, თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა 2021 წელს. დღეს ამის აუცილებლობა არაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იქნა გათელილი“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც დაავალებენ.

„საერთოდ არ არის საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. სულ რამდენიმე თვის წინ გახსოვთ მათი განცხადებები, პოზიციები. პირდაპირ ამბობდნენ, რომ არცერთი არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. დღეს უკვე პოზიციები შეცვლილია. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გაზიარება
წინა პოსტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შემდეგი პოსტი

ვალუტას განახლებული კურსი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'