TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი ” – გია ვოლსკი

ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო\ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის – ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც საელჩო ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა თვალთმაქცობაა.

„ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო/ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, მაგრამ ამავე დროს [ოპოზიციის მხრიდან] ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი იმისთვის, რომ თავისივე უარყოფილი ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელებზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიტიკურად დაამცირეს და სერიოზულად გაილაშქრეს მის წინააღმდეგ მას მერე, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში 2024 წლის ოქტომბერში პოზიტიური გადაწყვეტილება დადეს. ახლა მათ ჩამოსვლას ითხოვენ, რაც თვალთმაქცობაა. არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობაც იქნება და კომისიაში ყველა ოპოზიციას ეყოლება თავისი წარმომადგენელი. გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა არაა, რომელსაც ელექტრონული არჩევნების სისტემა აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტით ჩაივლის და შედეგიც იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გაზიარება
წინა პოსტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

შემდეგი პოსტი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'