TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“სენატორი რიში კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო” – ირაკლი კუპრაძე

სენატორი რიში კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო, რომელიც ვერანაირად ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, -ასე შეაფასა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადება, რომლის თქმით, „აშშ-საქართველოს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო“.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მეგობარი ქვეყნების მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო გაძლიერდება და „საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან მარტო ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.

„სენატორი რიში, რომელიც საქართველოს მეგობარი ამერიკელი სენატორია, წლების განმავლობაში მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს. ის ცალსახად, კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო, რომელიც ვერანაირად ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას. თავის მხრივ, ის უნდა ემზადებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სცენარისთვის, რაცარისივანიშვილისრუსულირეჟიმისმხრიდანძალაუფლებისგადაბარება. ესმხარდაჭერა, რომელიც მუდმივად მომდინარეობს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, მეგობარი პოლიტიკოსებიდან, არ შეიცვლება, მხოლოდ და მხოლოდ გამრავალფეროვნდება, გამრავლდება და საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან მარტო ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა კუპრაძემ.

გარდა ამისა, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ციხეში ყოფნა პოლიტიკურ სტრატეგიას არც შეანელებს და არც შეცვლის, არამედ პირიქით, უფრო მძაფრს გახდის.

„მიუხედავად იმისა, როგორ წარმოუდგენია ივანიშვილს ზეწოლა პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ შორის „ლელოს“ ლიდერების დაკავების მცდელობა, სურვილი, თუ ა.შ. ყველას ნათლად უნდა ესმოდეს, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, რომ არანაირი დაკავება, დაპატიმრება და ციხე ჩვენ პოლიტიკურ სტრატეგიას, პოლიტიკურ ბრძოლას არც შეანელებს და არც შეცვლის, პირიქით, გახდის უფრო მძაფრს, კრიტიკულს და უფრო ძლიერს. ამაში ვართ დარწმუნებულები ვართ და ამ მხარდაჭერას ფლობენ, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერები“, – განაცხადა კუპრაძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კუპრაძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 6 წლისთავზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის და პროკურატურის პირობებში, 20 ივნისის საქმე გამოძიებული იქნება, დამნაშავეები კი დაისჯებიან.

„6 წელი გავიდა 20 ივნისის შემდეგ და ეს უმძიმესი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. სამწუხაროდ, არავის, მათ შორის იმ პირებს, ვინც ოპოზიციაში გადავიდნენ, დღემდე არ უსაუბრიათ ღიად და გულწრფელად, ვინ გასცა ბრძანება, რა ტიპის დანაშაულებრივი შეცდომები იქნა დაშვებული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ხელისუფლების, ახალი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის და პროკურატურის პირობებში, 20 ივნისის საქმე იქნება გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი“, – განაცხადა კუპრაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

” რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს” – პესკოვი

შემდეგი პოსტი

სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'