TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში გააკეთა.

 

„ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და მარტივი იქნება“, – თქვა ტრამპმა საღამოს ეთერის დროს.

 

მისი თქმით, „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა“.

 

ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ს შეუძლია „სხვა სამიზნეების ზუსტი, სისწრაფითა და ოსტატურად შეტევა“, რაც, მისი თქმით, „რამდენიმე წუთში“ შეიძლება განხორციელდეს.

 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს სამი ირანული ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ დარტყმების მიზანი „ბირთვული საფრთხის“ შეჩერება იყო.

 

„ჩვენი მიზანი იყო ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

 

ტრამპის თქმით, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით.

 

„40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. ისინი კლავდნენ ჩვენს ხალხს, აფეთქებდნენ მათ ხელებს, აფეთქებდნენ მათ ფეხებს. ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით“, – დასძინა ტრამპმა.

გაზიარება
წინა პოსტი

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

შემდეგი პოსტი

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება – ირანის საგარეო მინისტრი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'