TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

‘”საკუთარი ფეხით ასულა სასწრაფოში, მოწამვლაზე ჩვენც გვაქვს ეჭვი” – რას ჰყვება ვანო ნადირაძის თანამებრძოლი?

“ვე­რა­ფე­რი გიშ­ვე­ლეთ, ვა­ნი­ჩკა, დიდი ბო­დი­ში!!! გე­ძახ­დით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ გვეშ­ვე­ლა შენ­თვის, მაგ­რამ ამა­ოდ! ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბი…“ – ეს პოს­ტი “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე” ვანო ნა­დი­რა­ძის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა და თა­ნა­მებ­რძოლ­მა ლაშა ძა­გა­ნაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვანო ნა­დი­რა­ძე არა­საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ლაშა ძა­გა­ნაშ­ვი­ლი წერს, ვანო პრო­ტა­სივ ია­რის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა – “ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და მომ­ხე­დეთ“ – მის­წე­რა მან მე­გობ­რებს. შემ­დე­გი მე­სი­ჯით კი სა­კუ­თა­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­ა­ზი­ა­რა და და­წე­რა: “სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეთ“. მე­გობ­რებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად გაგ­ზავ­ნეს აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე და თა­ვა­დაც სწრა­ფად გა­ე­მარ­თნენ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის­კენ, თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ვანო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

ნა­დი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ეჭვი, რომ ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ვანო ნა­დი­რა­ძე შე­საძ­ლოა მო­ე­წამ­ლათ.

ვანო ნა­დი­რა­ძე მე­ცხრეა “კო­დო­რი-2007“ ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუპ­ნენ. მერ­ვე ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი და ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე იყო შარ­შან თბი­ლის­ში, ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე Battleground-ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი სამი ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-ერთი – 2008 წლის ომის გმი­რი, პოლ­კოვ­ნი­კი იური ლო­მი­ძე. 2017 წელს ვანო ნა­დი­რა­ძემ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა “რუს­თა­ვი-2“-ს. ის მი­იჩ­ნევ­და, რომ შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ “კო­დო­რი 2007“-ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­დი­რო­ბი­სას, ანუ 2015 წელს, როცა რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით და­ი­ღუ­პა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო. ის ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი სა­ეჭ­ვო მოქ­მე­დე­ბე­ბი მის მი­მარ­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა, უკვე უკ­რა­ი­ნა­ში…

გვე­სა­უბ­რე­ბა ლაშა ძა­გა­ნაშ­ვი­ლი:

– კი­ე­ვის ცენ­ტრში, არის ასე­თი ბარი – “პე­ჩერსკი”. იქ ვი­ჯე­ქით 5 თუ 6 კაცი, მათ შო­რის ვა­ნოც, ჩვენ ჩაი დავ­ლი­ეთ, ცხო­ნე­ბულ­მა ვა­ნომ ყავა. კარ­გა ხანს ვი­სა­უბ­რეთ, სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე. ვანო ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო. რომ და­ვი­შა­ლეთ, მე შინ წა­მო­ვე­დი, ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან 19 კი­ლო­მეტრში ვცხოვ­რობ. ჯერ კი­დევ გზა­ში ვი­ყა­ვი, მის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა რომ მო­მი­ვი­და, – “ძა­გან, ცუ­დად ვარ, მიშ­ვე­ლეო…”. ჩემ­თან ერ­თად კი­დევ ერთი ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი იყო, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გად იცის. რო­გორც კი ნა­წერს დავ­ხე­დე, პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თეთ, მა­შინ­ვე სას­წრა­ფო­ში დავ­რე­კეთ. ვა­ნო­საც კი არ გა­და­ვუ­რე­კეთ, რომ დროს არ დაგ­ვე­კარ­გა. მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, – ამა და ამ ტრა­სა­ზე, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა­ში ზის სამ­ხედ­რო პირი, რო­მელ­საც გული აწუ­ხებს – მეთ­ქი და მა­შინ­ვე ჩვენც იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­ქან­დით. 12-დან 15 წუთ­ში მი­ვე­დით ად­გილ­ზე და ვხე­დავთ ასეთ კადრს – ვანო ზის სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში. ჯერ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა ჩა­უ­ტა­რეს, მერე რა­ღაც დე­ნებ­ზე შე­ა­ერ­თეს, ამას გარ­და ათა­სი რამ გა­და­უს­ხეს… გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ერთ-ერთი ექი­მი და გვი­თხრა, რომ ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე­თო…

– ექი­მებს სხვა დე­ტა­ლე­ბი არ გა­მოჰ­კი­თხეთ?

– რა თქმა უნდა, გა­მოვ­კი­თხეთ, პირ­ვე­ლი რიგ­ში ის ვკი­თხეთ, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან სას­წრა­ფო­ში. რო­გორც გვი­თხრეს, ვანო სა­კუ­თა­რი ფე­ხით გად­მო­სუ­ლა მან­ქა­ნი­დან და სას­წრა­ფო­შიც თა­ვად ასუ­ლა. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა გვი­თხრა, – მთლად ჭარ­ხა­ლი­ვით წი­თე­ლი იყო, მაგ­რამ ლა­პა­რა­კი შე­ეძ­ლო, გვი­თხრა, – გული მა­წუ­ხებ­სო. სას­წრა­ფოს სკამ­ზე რომ დამ­ჯდა­რა, ექი­მებს ისევ უკი­თხავთ, ახლა რო­გორ გრძნობ თავ­სო და ვა­ნოს უთ­ქვამს, – აი, ახლა ვგრძნობ, რომ გო­ნე­ბა უნდა დავ­კარ­გოო და კი­დეც გა­ი­თი­შაო. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება
წინა პოსტი

“გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს: ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ”- შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო მიმართვას ავრცელებს

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'