TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს” -გიორგი ვაშაძე

არათუ უკან დახევას, ვაპირებთ ბრძოლას მანამ, ვიდრე არ გავათავისუფლებთ საქართველოს ივანიშვილისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაჩენი შეაფასა, რომელსაც მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება მხოლოდ მის სისუსტეზე მიუთითებს.

„ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, ერთიანები. ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. წარმოიდგინეთ, ის, რომ ძლიერი იყოს, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ახალგაზრდებს ციხეში ჩასვამდა? სუსტია და იმიტომ. დაკავებას ველოდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ერთადერთი გზა, რაც დარჩენილი აქვს, არის ის, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს. სხვა არაფერი დარჩა, არ არის აღიარებული ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მაგრამ ერთი რამ იცოდეს- ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, კიდევ უფრო ერთიანი იქნება. არათუ უკან დახევას, ვაპირებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ საქართველოს ივანიშვილისგან, ამ რეჟიმისგან, რომელიც საბოლოოდ, ეღობება მე და მამუკას, ზურას მომავალს კი არა, საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს. არ უნდათ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და უნდათ დაისაჯოს ქართველი ხალხი. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ხმას აღიმაღლებს და ამ ადამიანებს საკუთარ ადგილს მიუჩენს. არსებობს ერთადერთი გეგმა, ბრძოლა ბოლომდე იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება

შემდეგი პოსტი

ლაგოდეხში 18 წლის მწყემსს სასტიკად სცემეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'