TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გახარიას არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია, რომ ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა – თეა წულუკიანი

ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის ეპიზოდთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, გახარიას არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა.

“არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა, ან ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც მიიღო შეტყობინება, დაადასტურა და არაფერი არ უთქვამს, რომ ან დაგეგმილი აქვს უცხოეთში ვიზიტი და მხოლოდ, როდესაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, მერე შეგვატყობინა, რომ – უი, მე წავედი ქვეყნიდან, ვერ მოვალ და მოდი ჩამრთეთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რას ვაკეთებთ. ან უნდა ვუყაროთ კენჭი და ეს საკითხი გადავაგზავნოთ პროკურატურაში, ან კიდევ სხვა ტიპის მიდგომა ავირჩიოთ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გახარიას ხელახლა მოსმენა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა. სხდომამდე ერთი დღით ადრე, მისმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომ გახარია ქვეყანაში არ იმყოფება და მზად არის, კომისიას დისტანციურად ესაუბროს. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ითქვა, რომ ონლაინ ჩართვაზე მათ ლიდერს კომისიამ უარი უთხრა.

მმართველ გუნდში განმარტეს, რომ ონლაინ ჩართვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, გახარია კი კითხვებს გაექცა.

გაზიარება
წინა პოსტი

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც კუდით იღბალს დაიჭერს ივლისში

შემდეგი პოსტი

“მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ” – მზია ამაღლობელი მოსამართლეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'