TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 5 წელზე გაწერილი მასშტაბური პროექტი რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს და მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც გარემოს დაცვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისათვის.

საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, ლიცენზიატმა 12 რეინჯერი უნდა დაასაქმოს. პირველ ეტაპზე შერჩეულია და დაკისრებულ მოვალეობას უკვე 6 რეინჯერი ასრულებს. თითოეული მათგანი ადგილობრივი მკვიდრია.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ და მოვუაროთ პროექტით გათვალისწინებულ 13 000 ჰექტარ ტერიტორიას, გავუფრთხილდეთ უნიკალურ ფლორას, ხელი შევუწყოთ წითელ ნუსხაში დაცული ცხოველების გამრავლებასა და მათ ველურ ბუნებაში გაშვებას. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, მოსახლეობისთვის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. ამიტომაც თანამშრომელთა შერჩევის პროცესში უპირატესობა სწორედ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ენიჭებათ. ამასთან ერთად, რთული რელიეფის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ რეინჯერები ტერიტორიას კარგად იცნობდნენ, მათ შორის ალპურ ზონას. ამ კუთხით ადგილობრივებს ყველაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ექვსი რეინჯერი უკვე გვყავს. მომდევნო ექვსიც მუნიციპალიტეტიდან დასაქმდება“.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეინჯერები ტყეში ინტენსიურ მონიტორინგსა და ზედამხედველობას აწარმოებენ. აკვირდებიან და ინიშნავენ ცხოველთა ნაკვალევს, კარგად იციან სხვადასხვა სახეობების ბინადრობის ადგილები. ასევე წმენდენ გზას და მონაწილეობენ ტერიტორიის მოწყობაში.

გრიგოლ კარკაძე წლების განმავლობაში მეტყევე იყო. კარგად იცნობს ველურ ბუნებას და დღეს რეკრეაციულ ფერმაში ხუთ რეინჯერს ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ დანარჩენებიც მასავით ადგილობრივები არიან და თითოეული ბილიკი ნაცნობია. მუშაობას დილის 8 საათიდან იწყებენ, ორ-ორად იყოფიან და პირველ რიგში ტერიტორიის შესასვლელებს ამოწმებენ. რეინჯერები რეკრეაციული ფერმის მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილდებიან. ავტოპარკი ამ დროისათვის სამ ავტომობილს, ორ ბაგსა და ამდენივე თოვლმავალს მოიცავს. რთულად მისასვლელი ადგილებისათვის კი ცხენია გათვალისწინებული. უახლოეს მომავალში რეინჯერებისათვის დაგეგმილია 6 კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც სრულად კეთილმოწყობილი იქნება.

გრიგოლ კარკაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ უფროსი რეინჯერი:

„ჩვენს მოვალეობაშია ტყის მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ფოტოხაფანგების მონაცემების შეგროვება, ქვამარილის გატანა ჩლიქოსნებისთვის და ცხოველების საკვებით მომარაგება. ზაფხული დადგა და მწყემსების დასახვედრად ვემზადებით. ტრადიციულ საძოვრებზე ძოვება ჩვეულებრივად გრძელდება და საჭიროა დაცვა გარეული ცხოველებისგან, ჩვენ ამისთვისაც მზადყოფნაში ვართ. ყველაზე მთავარი კი ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის აღკვეთაა. ბაღდათი პატარა რაიონია, სადაც უმრავლესობა ნადირობის მოყვარულია, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აქ, საირმეში, რეკრეაციული ფერმა ეწყობა, ეს პროცესი პრაქტიკულად შეწყდა, რაც ძალიან გვახარებს.

ვფიქრობ, რომ თითოეულ ბაღდათელს ჩვენი შესრულებული კარგი საქმე სიკეთეს მოუტანს, რეგიონის სტუმრები კი უნიკალური ბუნებით დატკბებიან“.

უკვე დასაქმებულია „რეკრეაციული ფერმის“ სპეციალისტიც, რაც ბუნებრივი ეკოსისტემის მართვაზე პროფესიულ კონტროლს კიდევ უფრო აძლიერებს. მისი ჩართულობითა და რეინჯერთა თანამონაწილეობით ტყეში საგანგებოდ განისაზღვრა ექვსი ლოკაცია და გარეული ცხოველებისათვის საკვების მიწოდება მიმდინარეობს.

ტერიტორიის დასაცავად და ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად ადგილზე განთავსებულია 25 ფოტოხაფანგი, რომლებსაც ეტაპობრივად კიდევ 15 დაემატება. ტყე და მიმდებარე ზონები 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება დრონით, რომელიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.

„ფოტოხაფანგებმა უკვე დააფიქსირა გარეული ღორი, არჩვი და შვლები. ამ სახეობებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სულ მალე მოეწყობა გზა ხანძარქრობისთვის, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტურად შევძლოთ რეაგირება. იგეგმება საინფორმაციო დაფების განთავსება ტყეში შესასვლელებში, ხოლო სიღრმეში დამონტაჟდება აბრები ტყეში მოქცევის შესაბამისი ინსტრუქტაჟით. მაღალ მთიან მონაკვეთებამდე მისასვლელი ბილიკები კი თოვლის სრულად დნობის შემდეგ მოეწყობა. უკვე მზად არის ორი მოსასვენებელი სივრცე ტურისტებისთვის, რომლებსაც კიდევ სამი დაემატება.

ინფრასტრუქტურულ ნაწილში ასევე გათვალისწინებულია ორი არაკაპიტალური შენობის ჩადგმა ტერიტორიაზე, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაბამისად აღიჭურვება. შედეგად, ვფიქრობთ, ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები ტერიტორიაზე გადაადგილებას სრულიად უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ“, – აცხადებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი. 

სამუშაოების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგაც ტერიტორია ღია დარჩება ნებისმიერი მსურველისათვის. აიკრძალება მხოლოდ უკანონო ნადირობა და ხე-ტყის ჭრა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება.

მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტია. ამ დროისათვის უკვე დახარჯულია 700 000 ლარამდე თანხა. ლიცენზიატ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც საბოლოოდ გრძელვადიან ეკოლოგიურ შედეგებს მოიტანს, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოტურიზმის განვითარებას და რეგიონისათვის დიდი ეკონომიკური სტიმული იქნება.

 

გაზიარება
წინა პოსტი

“საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025”- ში პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, დაიკავა

შემდეგი პოსტი

გიორგი ვაშაძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'