TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტირებულია, ეს არის აგენტის ხვედრი – ირაკლი კობახიძე

კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გრძელდება – ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტირებულია. ეს არის აგენტის ხვედრი, როდესაც დაგავალებენ, რომ პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „თინა ბოკუჩავა და სხვებიც ახსენებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება „არ არის ახალი ამბავი, ვინაიდან თავის დროზე ოპოზიცია დადიოდა დერეფნებში, ევროპულ სტრუქტურებში და პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას“.

„რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგ. ხელს უშლიდა სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. ეს კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გრძელდება. აღნიშნულზე საზოგადოებამ გააკეთა საკუთარი შეფასება, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მკაცრი პასუხი გასცა რადიკალურ ოპოზიციას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტირებულია. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამას აკეთებდნენ 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ამას აკეთებენ დღემდე. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი საფუძველი, ეს არის ის, რომ ისინი არიან აგენტები, ისინი ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ შესაბამის უცხოურ სუბიექტს. ეს არის აგენტის ხვედრი, როდესაც დაგავალებენ, პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს არის სამწუხარო რეალობა“,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე უვიზო მიმოსვლის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა: „დღეს, ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში „ახალი ინსტრუმენტი“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ- ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ, არაერთხელ ახსენა ეს თინა ბოკუჩავამ და სხვებიც ახსენებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან. ამ სიკეთით სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის“.

მისი თქმით, პოლიტიკოსები, რომლებმაც მანდატებზე „ქუჩიდან თქვეს უარი, ამ თემას ბრიუსელში აქტიურად ლობირებენ”.

გაზიარება
წინა პოსტი

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

ზვიად რატიანს პატიმრობა მიესაჯა

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'