TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს – ოლექსი გონჩარენკო

საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.

 

მისი განმარტებით, საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შესაბამისად, მისი თქმით, ისმის კითხვა: რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები?

 

“გუშინ აქ, ამ დარბაზში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიღეთ, რომელიც სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მანამდე მან შეთანხმებას მოაწერა ხელი სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. ნამდვილად ისტორიული მომენტი – ტრიბუნალი აგრესიისთვის.

 

მაგრამ იცით რა? წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. და ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული – თითქმის იგივე რიცხვი, რაც უკრაინაში.

 

საქართველო მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი უფრო ადრეც კი იყო, ვიდრე ჩვენ და ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ?

 

ასე რომ, კითხვაა – რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი პატრონები? როდესაც ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს ქართველი ხალხის ხმა არ არის, ეს კრემლის ჩურჩულია.

 

ქართველი ხალხი ლიდერებს იმსახურებს, რომლებიც მათ დაუდგებიან მხარში და არა პუტინს. და ახლა ზუსტად ეს ხდება.

 

კი, ბრალის ნაწილი ყველა ჩვენგანზეა. 2008 წელს მომენტი იყო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატოს კართან იდგნენ და ნატომ თქვა: “კი, შემოგიშვებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის”. ბევრმა, ხალხმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. პუტინმა ცხადად გაიგო. და 2008 წლიდან მან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, მერე უკრაინის წინააღმდეგ.

 

ის ამ ქვეყნებს ანადგურებს, ყველა ჩვენგანის მოკვლას ცდილობს, ამ ქვეყნების ოკუპაციას ცდილობს. და ახლა ის საქართველოს ჰიბრიდული გზით იღებს, ვინაიდან, მისი ტანკები უკრაინაში არიან ზედმეტად დაკავებულები. სწორედ ამიტომ არა ტანკებია, არამედ მარიონეტებია, რუსი აგენტებია, რომლებიც საქართველოზე ამ თავდასხმას ახორციელებენ.

 

ეს ბიძინა ივანიშვილი არაა, მას “ლუკაშვილი” უნდა დავუძახოთ, ვინაიდან ბელარუსს აკეთებს საქართველოსგან. სწორედ ბელარუსის გზაა, რომელმაც ჯერ დემოკრატია დაკარგა, შემდეგ კი სახელმწიფოებრიობა. და ახლა ეს ოკუპირებული ქვეყანაა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში.

 

სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ აქ გიორგი ვაშაძეს, სხვა ქართველ ლიდერებს შევხვდით, რომლებიც ახლა ციხეში არიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ – მათ შევხვდით, ხელი ჩამოვართვით მათ, მათ ვუთხარით “საქართველოს გაუმარჯოს” და ახლა ეს ხალხი ციხეშია.

 

რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს ქართველი ხალხისთვის დასაბრუნებლად. საქართველოს გაუმარჯოს”, – განაცხადა გონჩარენკომ.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ – პერან მუნი

შემდეგი პოსტი

„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'