TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – ერიკ-ნილს კროსი

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ – დემოკრატიიდან დიქტატურისკენ.

 

“ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია.

 

ჩემი კითხვაა – კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. თავი აარიდოთ [სიტყვა] “დემოკრატიულ უკუსვლას”, ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის. რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.

 

ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, არც ერთი.

 

და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასამბლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? “ქართული ოცნების” დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი “გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი” და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო.

 

საერთოდ არავითარი [პირობების] დაკმაყოფილება არ არის. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ – დემოკრატიიდან დიქტატურისკენ…

 

მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ – გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში, რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველმა ჩეჩნებმა. ის ახლა სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშეა საქართველოში. ესენი არიან რეჟიმის მეგობრები.

 

მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ…

 

საქართველო იმის ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც ბელარუსია დღეს და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. და ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება”, – განაცხადა კროსმა.

გაზიარება
წინა პოსტი

„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი

შემდეგი პოსტი

დასახელდნენ ივლისის თვის ყველაზე იღბლიანი და უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'