TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, უპრეცედენტო მოცულობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

„18 მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ამ ქმედებებისთვის. არ გავჩერდებით და მომავალშიც ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში და შეურიგებელი ვიქნებით ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი ამ მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩანაცვლებითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა. სახელმწიფო დააზღვევს ნებისმიერ მანკიერებას ამ მიმართულებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

შემდეგი პოსტი

ვერავის მივცემთ საშუალებას, გარედან, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში, წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მოხმარება – ირაკლი კობახიძე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'