TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

იმერეთის მოსახლეობა ბოლო 10 წელიწადში 5%-ით შემცირდა

აღწერიდან აღწერამდე საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.3%-ით, 200 196 ადამიანით გაიზარდა. თუ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად ქვეყანაში სულ 3 713 804 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის აღწერით ეს რაოდენობა 3 914 00-მდე გაიზარდა.

 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტად რეგიონების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობა აჭარაში გაიზარდა – 20.1%-ით, ყველაზე მეტად კი შემცირდა გურიაში – 11%-ით.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორ შეიცვალა რეგიონების, მათ შორის, თბილისის მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში (2014 წლის აღწერიდან 2024 წლის აღწერამდე):

 

თბილისი – 1 330 200 ადამიანი (+20%, 2014 წელი – 1 108 717)

აჭარა – 401 100 ადამიანი (+20.1%, 2014 წელი – 333 953)

გურია 100 800 ადამიანი (-11%, 2014 წელი – 113 350)

იმერეთი – 505 500 ადამიანი (-5%, 2014 წელი – 533 906)

კახეთი – 318 583 ადამიანი (-5.3%, 2014 წელი – 301 400)

მცხეთა-მთიანეთი – 95 700 ადამიანი (+1.2%, 2014 წელი – 94 573)

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – 28 900 ადამიანი (-10%, 2014 წელი – 32 089)

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 309 100 ადამიანი (-6.5%, 2014 წელი – 330 761)

სამცხე-ჯავახეთი – 152 300 ადამიანი (-5.1%, 2014 წელი – 160 504)

ქვემო ქართლი – 438 400 ადამიანი (+3.4%, 2014 წელი – 423 986)

შიდა ქართლი – 250 600 ადამიანი (-4.8%, 2014 წელი – 263 382)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ამასთან, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

 

საქსტატის ცნობით, აღწერის შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია ორ ეტაპად: წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი გახდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში; ხოლო აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში (შინამეურნეობების საბინაო პირობები, საცხოვრისის ტიპი, შენობის აშენების წელი, ფართობი და ოთახების რაოდენობა, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები; მოსახლეობის დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები; მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლების დონე, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია და იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრუქტურა, ერთწლიანი კულტურებით და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის სტრუქტურა, ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ძირთა რაოდენობა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა).

გაზიარება
წინა პოსტი

ვერავის მივცემთ საშუალებას, გარედან, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში, წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მოხმარება – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'