TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

 

როგორც მან აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე გავიდეს ყველა – პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე“.

 

„ეს კვირა, ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით – ის, რაც ხდება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს, ერთ ნაბიჯს წინ ერთობაში – ყველას ერთად დგომას. ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველა გამოვიდეთ. ეს ის დღეა, როცა ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ – პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე. მე იქ ვიქნები, თქვენ იქ იქნებით, ჩვენ ერთად დავდგებით და პასუხად დავანახებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, საზოგადოება, წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია – რომან გოცირიძე

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'