TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შავ ზღვაში შხამიანი და საშიში თევზი დაფიქსირდა

შავ ზღვაში სახიფათო ინვაზიური სახეობა – ვერცხლისფერი მუცელეკლიანი (Lagocephalus sceleratus), რომელიც ტეტრაოდონის ოჯახს მიეკუთვნება, უკვე მეორედ დაფიქსირდა.

სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ თევზის შავ ზღვაში გავრცელება მრავალმხრივ საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემას, ისე ადამიანთა ჯანმრთელობასა და ადგილობრივ თევზჭერას.

როგორც იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე აღნიშნავს, ვერცხლისფერი მუცელეკლიანი, რომელიც ცნობილ იაპონურ ფუგუს თევზის ახლო ნათესავია, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით მოხვდა და 2014 წლიდან შავ ზღვაშიც გამოჩნდა.

სპეციალისტის თქმით,  შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თევზი არასათანადოდ მომზადებულ საკვებად იქცევა. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ვერცხლისფერი მუცელეკლიანის ინვაზიამ უკვე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მეთევზეობას და გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანი გამოიწვია. მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსი შედეგი შეიძლება შავ ზღვაშიც დადგეს. გუჩმანიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ უცნობი თევზის პოვნის ფაქტებს:

ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ძლიერი ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტეტროდოტოქსინი, რომელიც ტეტრაოდონის სხეულშია. ამ შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, თუ მას საკვებად არასათანადოდ დამუშავებულს მოიხმარენ.

გარდა იმისა, რომ თევზი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მას აქვს უკიდურესად ძლიერი ყბები და ეკლები, რომლებიც აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და დაჭერილ თევზს. იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს. ხმელთაშუა ზღვაში მისმა არსებობამ მეთევზეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მისი ინვაზიის შემთხვევაში შავი ზღვაშიც ეკონომიკური ზარალი დიდი იქნება.

კლიმატის ცვლილებისა და წყლის ტემპერატურის მატების გამო, ტეტრაოდონს აქვს შავ ზღვაში აქტიური გავრცელების პოტენციალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე.

მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. თუ უცნობ თევზს აღმოაჩენთ, უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო, ჩაიწეროთ აღმოჩენის ადგილმდებარეობა და გვაცნობოთ. ეს მონაცემები მეცნიერებს ინვაზიური სახეობების გავრცელების უკეთ თვალყურის დევნებაში დაეხმარება. – წერს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

გაზიარება
წინა პოსტი

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'