TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო განხილვა დაიწყო ცვლილებების, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებს ეხება

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საბითუმო რეალიზაცია და იმპორტი, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის პრეროგატივა იქნება.

საკანონმდებლო პაკეტის სამივე მოსმენით განხილვა და მიღება მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომების ფარგლებშია დაგეგმილი.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის უფლება მხოლოდ იმ იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მართვაში მყოფი სუბიექტის მიერ.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის განხორციელების უფლება სხვა იურიდიულ პირს მიანიჭოს.

რაც შეეხება ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებას, ამის უფლებამოსილებაც მხოლოდ სახელმწიფოს ექნება.

ინიცირებული პროექტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორებმა 2026 წლის 1-ელი მარტისთვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებული მარაგების სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სუბიექტისთვის სასყიდლით გადაცემა უნდა უზრუნველყონ.

ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს დაევალებათ განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები 2026 წლის 1-ელ მარტამდე დაწყებული და მიმდინარე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

ამავე პროექტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ 2029 წლის 1-ელ იანვრამდე შესაბამისი ნებართვის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

გაზიარება
წინა პოსტი

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა დაფარული იქნება

შემდეგი პოსტი

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'