TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „საერთო სასამართლოების კანონში“ შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია აიკრძალა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „სასამართლო პროცესი არ არის დანაშაულის ადგილი, რომ იქ ჟურნალისტმა მტკიცებულებები აგროვოს“.

„ყველა სასამართლო სხდომა არის საჯარო. ყველა სასამართლო სხდომაზე არის თავისუფალი დასწრება, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის. ასე რომ, სასამართლო სხდომისთვის თვალის მიდევნება ჟურნალისტებისთვის არის სრულად შესაძლებელი. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა. თუკი იქ ხართ ჟურნალისტი და აღწერთ რაღაც გარემოებას, კეთილსინდისიერ ჟურნალისტს მაყურებელი დაუჯერებს და საკმარისია იმისთვის, რომ მაყურებელმა შესაბამისი ინფორმაცია ამ მხრივ მიიღოს. ჟურნალისტები თავისუფლად შედიან. დღესაც ალბათ იქნებოდნენ სხდომაზე. თვითონ აკვირდებიან, ამბავს ხომ გამოიტანენ? თქვენი აზრით, თქვენ მიმართ ნდობა არ არსებობს? თქვენი აზრით, ეს არის პრობლემა? სასამართლო პროცესი არ არის დანაშაულის ადგილი, რომ იქ მტკიცებულებები აგროვოთ. ეს არის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის, თითქმის, ყველა ქვეყანაში ასე მოქმედებს. რაც შეეხება კამერების დაშვებას, როგორც კანონში წერია, იუსტიციის საბჭო იღებს ამაზე გადაწყვეტილებას. უნდა მიმართოთ იუსტიციის საბჭოს, ის ან დაუშვებს, ან არა. დაწერეთ წერილი და მიმართეთ, მაგალითად: „7 ივლისს იმართება პროცესი და გვინდა დავესწროთ“.

სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ისტერიული გარემოს გარეშე ჰქონდეს შესაძლებლობა სასამართლოს იმსჯელოს ძალიან სერიოზულ საკითხებზე. სასამართლოში სხვადასხვა მიმართულებით წყდება ხანდახან ადამიანების თავისუფლების ბედი, თუ ქონებრივი საკითხების ბედი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს უნდა ჰქონდეს სამუშაო გარემო, სადაც სასამართლო, ბრალმდებელი და ადვოკატი საქმიან გარემოში განიხილავენ საკითხს. რასაც ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდში, ეს არის ისტერიული გარემოს დათესვა. მიტინგებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ფაქტი იყო, რომ ექსტრემისტული, პარტიული მედია სასამართლო დარბაზში აწყობდა მიტინგს და მეორეს მხრივ კამერები და პირდაპირი ლაივ ჩართვები ახალისებდა მათ შორის დამსწრეთა მიტინგურ საქციელს. მიტინგზე სასამართლოები არ იმართება. მიტინგზე არის ლინჩის წესით გასამართლება. ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი სასამართლო, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სამუშაო გარემო. ვხედავთ, რომ ამ მხრივ პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.

გაზიარება
წინა პოსტი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

შემდეგი პოსტი

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'