TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ დრომდე დაუბალანსებელი იყო ინტერესთა კონფლიქტი და არსებობდა კონკრეტული კომერციული ინტერესები. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ნარკოტიკული საშუალებების ავად მოხმარების ხელშეწყობის დიდი რისკი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირება სჭირდება.

„ინიციატივის მიხედვით, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ასევე იზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. სხომაზე აღინიშნა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების შესახებ ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება, რაც შეეხება იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ამისთვის, განსაზღვრული ვადა 1-ელი ოქტომბერი იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

მცირე ოდენობით კანაფის – 10 გრამამდე, მარიხუანას – გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი – 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში – შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.

რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას – გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე, შეძენა-შენახვას გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.

განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას – გამომშრალი შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

გაზიარება
წინა პოსტი

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

ზოდიაქოს 3 ნიშანს ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'