TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული – ირაკლი კობახიძე

დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“.

 

მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უცხოელი ბიუროკრატების შეფასებების მიუხედავად, მთავარია, თუ რა ხდება ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება.

 

„ჩვენ მიჩვეული ვართ მოვლენების მსგავსი სახით განვითარებას, არის ხოლმე პოლემიკა, დებატები, სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენთვის მთავარია, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. სწორედ ქართული საზოგადოების რეაქციაა პირველ რიგში მთავარი. დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დაკარგა ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალურად მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ ან ასეთი ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა. ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის ოთხი მცდელობა იყო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის “თალიბანის” მთავრობა აღიარა

შემდეგი პოსტი

ყველა მიმართულებით გვაქვს უპირატესობაც კი ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან, თუ ეს უსამართლო მიდგომა შეიცვლება ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის ვერაფერი დაუდგება წინ – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'