TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ზეწოლის გარეშე რუსეთი არ შეცვლის დესტრუქციულ ქცევას” – ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე

რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი განზრახვა ომისა და ტერორის დასრულება არ არის. კიევში საჰაერო თავდასხმის განგაში მხოლოდ დღეს, დილის 9 საათზე დასრულდა. ეს იყო სასტიკი, უძილო ღამე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში და მედიაში ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ თითქმის ერთდროულად გავრცელდა. რუსული დარტყმის მთავარი სამიზნე დედაქალაქი იყო. ჩვენმა მეომრებმა მოახერხეს 270 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება, კიდევ 208 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემით დაბლოკეს. დრონების გამანადგურებლებმა დაიწყეს მოქმედება – ათობით დრონი ჩამოაგდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის თავდაცვის ამ ელემენტის განვითარებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაში. Patriot-ები და მათი რაკეტები სიცოცხლის ნამდვილი დამცველები არიან“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, დღევანდელმა რუსულმა დარტყმამ დააზარალა არა მხოლოდ დედაქალაქი კიევი, არამედ დნიპროს, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებიც და ამ დროისთვის ცნობილია 23 დაშავებულის შესახებ.

„ეს ყველაფერი ნათელი დასტურია, რომ ჭეშმარიტად ფართომასშტაბიანი ზეწოლის გარეშე, რუსეთი არ შეცვლის თავის სულელურ, დესტრუქციულ ქცევას. ადამიანებისა და ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ ყოველი ასეთი დარტყმისთვის, მათ უნდა იგრძნონ შესაბამისი სანქციები და სხვა დარტყმები მათი ეკონომიკის, შემოსავლებისა და ინფრასტრუქტურისთვის. ეს არის ერთადერთი, რისი სწრაფად მიღწევაც შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად და ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებზე“, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
წინა პოსტი

ყველაზე მფლანგველი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შემდეგი პოსტი

ქალი ზოდიაქოს ნიშნების 3 ყველაზე დიდი ნაკლი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'