TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო ჰოროსკოპი

მამაკაცების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ქალები თავისი ბუნებით დაახლოებით ერთნაირი ინდივიდები არიან – სენტიმენტალურები, კომპლიმენტებისა და სიურპრიზების მოყვარულები…

ცოტაც ბავშვურები. თუმცა, როცა საქმე სიყვარულს შეეხება, ყველა მათგანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო საიმისოდ, რომ თქვენმა რჩეულმა მისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორად გაიგოს და რაც მთავარია ჯეროვნად დააფასოს.

ვერძს სიყვარულში აჯობებს რაიმე სახის “რომანტიკული გმირობის” თანხლებით გამოუტყდით. ტრადიციული – “მე შენ მიყვარხარ” სანთლების შუქზე მას თქვენ მიმართ დიდ ინტერესს არ გაუღვივებს.

კუროს სტაბილური მამაკაცები ხიბლავს, ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ქალი თქვენი ზრახვების შესახებ გუმანით მაინც რამეს ეჭვობს, არ გირჩევთ ემოციების სპონტანურად გადმოფრქვევას. კუროს ასეთი საქციელი ძალიან დააფრთხობს.

ტყუპს არ სჭირდება სიტყვები თქვენი მის მიმართ გრძნობის დასადასტურებლად და მით უმეტეს ნუ მოსთხოვთ მას იმავეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ბუნებრივი, ვალდებულებებისგან თავისუფალი კავშირები მოსწონთ. ნუ დაუწესებთ ჩარჩოებს!

კირჩხიბს სიყვარულში საქორწინო ბეჭდის თანხლებით თუ არ გამოუტყდით (შესაძლოა მის შეძენას ოდნავ მოგვიანებით გეგმავთ, ან თითის ზომა გაქვთ დასაზუსტებელი) მან შესაძლოა იფიქროს, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ სექსისთვის გესაჭიროებათ. ცრემლებად დაიღვრება და ძალიან გაგიჭირდებათ მისი შემორიგება.

ლომს სიყვარული სერენადისა და ძვირფასი რესტორნის და ასეთივე ძვირფასი სამკაულის გარეშე თავმოყვარე მამაკაცმა არ უნდა აუხსნას, განა იმიტომ რომ ეს ქალი მეშჩანია, არა, ჩემო ბატონო. უბრალოდ დედოფალზე რომ გაქვთ პრეტენზია, თავადაც ხომ მეფურად უნდა გამოიყურებოდეთ.

ქალწულს სიყვარულის ახსნა, უაზრო რომანტიკული სიტყვების რახა-რუხი და ათასგვარი სახის სენტიმენტალური სისულელეები ძალიან დააფრთხობს. აჯობებს მომავალი სახლის დიზაინი და რემონტის საკითხები შეუთანხმოთ, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამი იქნება.

სასწორთან თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული ნიჭის მაქსიმალური მობილიზება დაგჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ სადილს სანთლის შუქზე, ვარდის ფურცლებით ავსებულ აბაზანას, ლამაზა შეფუთულ საჩუქრებს… მოკლედ, ჩვენ მინიშნება მოგეცით, დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიგვიდია.

მო­რი­ე­ლის მო­სა­ხიბ­ლად სა­სურ­ვე­ლია რა­ი­მე ტი­პის თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნოთ. შუ­ა­ღა­მი­სას “და­ლაშ­ქროთ” მისი აი­ვა­ნი, ან სუ­ლაც სა­ხი­ფა­თო ლაშ­ქრო­ბა­ში მი­იწ­ვი­ოთ და რო­მე­ლი­მე მთის მწვერ­ვალ­ზე გა­მო­უ­ტყდეთ სიყ­ვა­რულ­ში. მერ­წმუ­ნეთ გა­ა­მარ­თლებს.

მშვილ­დო­სა­ნის და­სა­ტყვე­ვებ­ლად სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი მოგ­ზა­უ­რო­ბაა. და­პა­ტი­ჟეთ იგი რო­მან­ტი­კულ ვი­ქენ­დზე, მო­უ­წყეთ და­უ­ვი­წყა­რი დას­ვე­ნე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­შიც გა­მო­უ­ტყდით. ოღონდ სა­სურ­ვე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის სას­წრა­ფო წე­სით და­კა­ნო­ნე­ბა არ და­ა­ძა­ლოთ, თო­რემ დიდი შან­სია მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან მარ­ტო­ო­დენ მისი მე­გობ­რის სტა­ტუ­სით დაბ­რუნ­დეთ.

თხის რქას სიყ­ვა­რულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით უნდა გა­მო­უ­ტყდეთ. ორ­მა­გად კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამას, მისი თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გაც­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­თან ერ­თად გა­ა­კე­თებთ. ასე ფრთხილ თხის რქას მი­ზე­ზი აღარ ექ­ნე­ბა ეჭვი შე­ი­ტა­ნოს თქვე­ნი ზრახ­ვე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში.

მერ­წყულს სიყ­ვა­რულ­ში შე­გიძ­ლი­ათ ხუმ­რო­ბით, თა­მაშ-თა­მა­შით გა­მო­უ­ტყდეთ. ითა­მა­შეთ “სახ­ლო­ბა­ნა” ან “ცოლ-ქმრო­ბა­ნა” მე­გობ­რე­ბის წრე­ში, ამის შემ­დეგ კი შეს­თა­ვა­ზეთ ამ როლ­ში ცოტა უფრო ხან­გრძლი­ვი ვა­დით დარ­ჩეთ.

თევ­ზი ქა­ლის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა, მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია. ამი­ტომ კარ­გი მომ­ზა­დე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­მა­რა­გეთ ბევ­რი ერთჯე­რა­დი ცხვირ­სა­ხო­ცი ან თქვე­ნი სა­კუ­თა­რის გა­და­საგ­დე­ბად იყა­ვით მზად, იმი­ტომ რომ სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ტყდო­მის შემ­დეგ თევ­ზის მრა­ვალ­სა­ა­თი­ან ცრემ­ლისღვრას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­წი­რე­ბა იგი.

გაზიარება
წინა პოსტი

გელათის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 4 მილიონი გამოიყო

შემდეგი პოსტი

“ზურგში დანის დარტყმაა, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს”- შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'