TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გაგათავისუფლებთო – მონობისათვის!რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება – სალომე ზურაბიშვილი

გაგათავისუფლებთო – მონობისათვის! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

 

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რუსული „კგბ-შნიკური სცენარებიდან გამოვიდეს” და თავისით იფიქროს.

 

ზურაბიშვილი აღნიშნულს ადარებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ლოგიკას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რაც ჩაბარებას და განადგურებას ითვალისწინებს.

 

„ერთმა სთქვა, მაღიარეთო თუ არა … რას გიზამთო, და კიდევ სთქვა, მაღიარეთო და თან ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ – ღირსება, რეპუტაცია და სინდისი – მე ჩამაბარეთო და გაგათავისუფლებთ… მონობისათვის!

 

ეს იგივე ლოგიკაა, რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუჰანსკს, და ამის გარდა იცოდეთ, არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!

 

ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება, რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!

 

მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე”.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში მიმდინარეობს პროცესი მოსკოვიდან მიღებული “შპარგალკებით” – გია ხუხაშვილი

შემდეგი პოსტი

რა ვითარებაა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'