TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„ლელო – ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„ლელო – ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შედიან ბრძოლაში „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე“.

„დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. დღეს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითოეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე. აქვე, მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს.

 

ეს არის რუსული რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს, თუმცა ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციური პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება. როგორც გამოჩნდა, სტრატეგია ავირჩიეთ განსხვავებული. მზად ვართ, სრული ჩართულობისთვის, სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდე, მზად ვართ ტოტალურად და სრული რესურსით ვიყოთ ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება . აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში. მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროცესი და განაჩენი რეჟიმისადმი. რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია. ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ არცერთი გოჯი თავისუფლების დათმობას არც თბილისში და არც რეგიონებში, მზად ვართ ტოტალური წინააღმდეგობისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, რასაც ქართული ოცნება“ ჩვენ წინააღმდეგ გააკეთებს, მზად ვართ რეპრესიებისთვის, პატიმრობისთვის. გვაქვს ორი პოლიტიკური ლიდერი საპატიმროში, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ასევე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიტპატიმარი შეიძლება შეემატოს ჩვენი გუნდიდან, არ ვაპირებთ ამ ბრძოლის შეჩერებას. რადგან პასუხი ნათელია. ეს ადამიანები იმიტომ სხედან საპატიმროში, რომ იბრძოდნენ და არ აპირებდნენ დათმობას.

დე-ფაქტო ხელიუსფლებასთან, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია და პირველ რიგში გვაქვს თქვენი, საზოგადოების იმედი. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ჩვენი ერთობის შემთხვევაში ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით“,- განაცხადა კუპრაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შემდეგი პოსტი

“თუ ყაველაშვილის განცხადებას არ ღებულობენ და არალეგიტიმურს ეძახიან, იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს?”-ირაკლი ზარქუა

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'