TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“თუ ვინმე შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუცია” – გურამ მაჭარაშვილი

თუ ვინმე საქართველოში ქმნის ევროპულ ნიჰილიზმს და შეურაცხყოფს ევროპულ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვ, ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს.

„ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც, თვითონაც იციან, რომ ყურადღებას არავინ აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, ეუთო/ოდირმა დაწერა დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს და ითხოვ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაშინ როცა გარდა სტრასბურგის სასამართლოსი, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავისი ხუთთვიანი განხილვების დროს მორიგ ჯერზე კიდევ სწრაფად გადაატარა მთელი 9 წლის განმავლობაში მისი დანაშაულებრივი სისტემა ქართულ საზოგადოებას, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგია, შევინარჩუნოთ პრაგმატული ნაბიჯები – მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადალაგება იმ ურთიერთობების, რომლის იმედიც გვაქვს. ეს ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, 8 ივლისს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ამასთან, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.

გაზიარება
წინა პოსტი

“რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს” – ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე

შემდეგი პოსტი

” ირაკლი კობახიძეს მივმართავ – ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან”-ლევან ხაბეიშვილი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'