TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაკავებას

ევროპარლამენტი გმობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით დე-ფაქტო საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის მიერ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო დევნას, – ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს მიიღო.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ კომისია არაპროპორციულად იღებს მიზანში იმ მთავრობის ქმედებებს, რომელმაც თორმეტ წელზე მეტი ხნის წინ დაასრულა თავისი მანდატი და ხაზს უსვამს „გამოძიების“ პოლიტიკურ ხასიათს.

„აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, მაგრამ საგამოძიებო კომიტეტი შექმნა ჭეშმარიტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების პარალელურად; შეშფოთებით აღნიშნავს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელიც რუსულ ნარატივებს ავრცელებს, უმკაცრესად გმობს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაკავებასა და გასამართლებას და ამ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და „ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით“.

„მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას ელის და გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს კვოს აღიარებად გამოიყენებს; მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ „საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების გულმოდგინე მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას“.

„ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს; შესაბამისად, უარყოფს იმ ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევ მიღებას. სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებთან; მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ უფლებამოსილების უარყოფას, რამაც საქართველოს დელეგაციის გაყვანა გამოიწვია. გმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის მუდმივ მცდელობებს, მათ შორის უკანონო დაპატიმრებისა და დაკავების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით; კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურად მოტივირებული მოქმედებების დასრულებისკენ, ასევე პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და ნდობისა და პარტიებს შორის დიალოგის აღდგენისკენ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას, რომ „ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რათა მან საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღოს საზღვარგარეთ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხი უნდა აგოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება; გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომის საშუალება მიეცეთ“.

„ხაზს უსვამს, რომ ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს პოლიტიკურ კურსში ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება; მოუწოდებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, დაწყებული ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით; კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად; მიესალმება მის მცდელობებს, ქვეყანა მშვიდობიანად დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ და ევროპულ გზას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება
წინა პოსტი

“არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობებით, მუნიციპალური არჩევნები გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს” – რეზოლუცია

შემდეგი პოსტი

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'